საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, ე.წ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები, ახალი მოსამართლეების მიერ საქმის შესწავლის შემდეგ გამოცხადდება. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის გაჭიანურება ხელოვნურად არ მომხდარა.
„როდესაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე რიგდება პროექტი ე.წ კაბელებისა და გიორგი უგულავას საქმეებზე, ზუსტად ერთი დღით ადრე, აქ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი არასწორია. სასამართლოს ერთი დღე ვერ ეყოფა ობიექტურად გადაწყვეტილების მისაღებად. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთი დღე არა, თვეზე ცოტა მეტი გვქონდა, თუმცა კოლეგია ამ საქმეს 7 თვე მსჯელობდა, პლენუმს კი ერთ თვეში გვთხოვდნენ გადაწყვეტილების მიღებას" - განაცხადა ფაფიაშვილმა.