მთაწმინდაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დაკავებულია.
„ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით“, - წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში.
შსს-ს ინფორმაციით, უწყების ცნობით, ჯაფარიძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით (სსკ-ის 236-ე მუხლი) არის დაკავებული.