"შერემეტიევოს" აეროპორტში დააკავეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ე. წ. კანონიერი ქურდი, ალიბალა გამიდოვი, ზედმეტსახელად "გუჯა". რუს სამართალდამცავთა ინფორმაციით, ეს ადამიანი 2009 წლიდან ფედერალურ ძებნაში იმყოფება ნარკოტიკების შენახვისთვის.
"ერთი წლის წინ სამართალდამცავების მიერ მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ე. წ. ქურდული შეკრება აღიკვეთა, სადაც 20-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ოთხი ე. წ. კანონიერი ქურდი. სწორედ მას შორის იყო "გუჯა" რომელსაც 3,5 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. "გუჯა" გაუშვეს, მაგრამ გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. ამის შემდეგ "გუჯა" მიიმალა. ამ დღიდან იგი იძებნება", _ იუწყებიან რუსი სამართალდამცავები.
მათი ინფორმაციით, დაკავებულს სერიოზული გავლენა ჰქონდა კრიმინალურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.