ფონიჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გვიან ღამით მძიმემ დგომარეობაში შეიყვანეს. ჭრილობა მას დანით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დაიწყო და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაგრძელდა. პოლიციაში გარდაცვლილის მეგობრები და თვითმხილველები უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.