30 მაისს, გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა დააკავეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1992 წ.დ ტარიელ ალიხანაშვილი, 1993 წ.დ მარიამ მანუკიანი და 1990 წ.დ გიორგი კიკნაძე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, წარსულში ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით მოხმარებისათვის ნასამართლევ, 1976 წ.დ ზაზა კაკაბაძის განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის ასევე დაკავებულები არიან: 1988 წ.დ ედუარდ ეგიზაროვი და 1973 წ.დ მამუკა მამუჩაშვილი.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ტარიელ ალიხანაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მკვლელობის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით. საქმეს იძიებს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო.