გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანია. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.