გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხონის რაიონის ტერიტორიაზე ძეძილეთის სატყეო უბანში მოქალაქემ უნებართვოდ მოჭრა თხმელის სახეობის ხე-ტყე და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინა მისი ტრანსპორტირება.
შედგა შესაბამისი ოქმი.