თბილისში, გორკის ქუჩაზე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა და რამდენიმე წელი თბილისში ცხოვრობდა.
სუციდის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაუწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.