სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები მიიტანა.
ლედი ტუკვაძის განცხადებით, გამოჩნდა ორი მოწმე, რომლებთანაც დაცვის მხარე ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ტუკვაძის თქმით, გარდაცვლილ დემურ სტურუას სხეულზე არსებობს მცირე დაზიანებები, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აქვს მიყენებული, მაშინ როცა გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას ბოლო შეხვედრიდან 22 საათის შუალედი არსებობს.