ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,პანორამა თბილისის” საქმეზე, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
იურისტები პროექტის ფარგლებში გაცემულ ორ სამშენებლო ნებართვის აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ სოლოლაკის მაღლობის და სოლოლაკის ბაღების მშენებლობის ნებართვა გაცემულია თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში.
სულხან სალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდელობა, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი კრძალავს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მსგავსი ტიპის სამშენებლო ნებართვის გაცემას. საია ამ ორი ნებართვის გაუქმებას მოითხოვს.