ობამა ფილიპინების პრეზიდენტს მაინც შეხვდა. როდრიგო დუტერტეს ის რამდენიმე წუთი ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის ჩაშლის საფრთხე მას შემდეგ დადგა, რაც ფილიპინელმა კოლეგამ თეთრი სახლის ლიდერი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. მანამდე ვაშინგტონმა დუტერტე ადამიანის უფლებათა შელახვაში დაადანაშაულა.