...და ეს ბუნებრივიცაა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე საქართველოში რუსული საინფორმაციო და პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით ამუშავდა. ეს იგრძნობა არა მხოლოდ მოსკოვის მიერ ღიად წახალისებული პოლიტიკური ძალებისა და მედიის მკვეთრ გამოცოხლებაში, არამედ კავკასიის ირგვლივ საგარეო ლანდშაფტის აშკარა ცვლილებაში. მოსკოვის დაახლოება ”გაბუტულ” თურქეთთან და ერთ დროს ”კეთროვანად” შერაცხულ ირანთან (ბირთვული იარაღის პროგრამის გამო), ასევე პოლიტიკური გააქტიურება აზერბაიჯანთან, მოწმობს, რკალი: რუსეთი-თურქეთი-ირანი სულ უფრო რეალურია და ეს საქართველოსთვის კარგს არ უნდა მოასწავებდეს
ახალი ხელისუფლების მიერ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოცხადებული ”გადატვირთვისა” და ნორმალიზების პოლიტიკას რუსეთმა შესაბამისად და ცინიზმით უპასუხა: ასე ვთქვათ, მოუხსნა საქართველოს აგრესორის სტატუსი და კვლავ შესთავაზა თანამშომლობა ”ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით”, ანუ საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატს ის კვლავ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ამას ემარტება კრემლის ”ლაბორატორიებში” დამუშავებული თეორია საქართველოს, როგორც „არაკომპეტენტური სუვერენიტეტის“ სტატუსის მქონე ქვეყნის შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ მეზობელ, დამოუკდებელ ქვეყანას მოსკოვი ისევ საკუთარი გავლენის სივრცედ განიხილავს.
ოღონდ, 2016 წელს რუსული სახელწიფო-პროპაგანდისტული მანქანა დაკავებულია არა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით, ან დაინტერესებულია მისი ჩანაცვლებით (მან ასე თუ ისე მიიღო ლოიალურ სახელისუფლებო ძალა საქართველოში), არამედ მისი ძირითადი სამიზნე გახდა პრორუსულად განწყობილი პარტები და ქართველი ხალხის დამოკიდებულება; რის შეცვლასაც ის სწორედ ამგვარი პარტიების მხარდაჭერით შეეცდება.
და რაც მთავარია, მოსკოვს უარი არ უთქვამს მრავალჯერ გაცხადებული და ცინიკური სტრატეგიული ნარატივის შეცვალზე, რომელიც გულისხმობს: ჯერ ერთი, მერყევი დასავლეთის იმიჯის უფრო შერყევას )როგორც სუსტი, არაფრის გამკეთებელი და არასანდო პოლიტიკური პარტნიორი), მეორე, დასავლეთს განიხილავს მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ მოწინააღმდეგედ და მესამე, ”გარყვნილი” დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოსა და რუსეთის ”სულიერი კავშირები” ემყარება ისტორიულ ძმობასა და ურყევ არქეტიპებს.
რუსეთის უმთავრსი მესიჯები ასე შეიძლება წავიკითხოთ: ამერიკა და დასვლეთი შორი და უცხოა და ”ქართველის” ნაციონალური იდენტობის დაცვას მხოლოდ რუსეთი შეძლებს, რომელიც არ დაუშვებს კავკასიაში სხვა ძალის ჰეგემონისა და გავლენას. რუსეთის სტრატეგიული ნარატივი და ტაქტიკა შემდეგ კონცეფციას ეფუძნება: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია; ნატოში გაწევრიანება ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს; და რომ რუსეთი ერთადერთი ძლიერი მეზობელია, რომელც შეუძლია საქართველოს დაცვა და რომ, ჩვენ ”განწირული” ვართ დიალოგისათვის სწორედ ასეთ ძლერ და ყოვლისშემძლე რუსეთთან.
მოკლედ, რუსეთის მთავარ სამიზნედ 2016 წლის არჩევნების წინ რჩება არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ პრორუსული პარტიები და დასავლეთის მიმართ გულგრილი, ან მისით განხიბლული საზოგადიება, ამდენად, კრემლის ინტერსების შესაბამისად ფოკუსირებულია, პირველ რიგში ესაა ”ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა” რომლის ლიდერიც საარჩევნო პროგრამის წარდგენისას აცხადებს, რომ მისი პარტია ერთადერთია, რომელმაც პირველმა, ღიად, შეუნიღბავად გაბედა ”უბლოკო სტატუსზე” საუბარი და ”არასოდეს არავის გარიგებია, არასდროს მოუტყუებია მოსახლეობა; და შესწევს ძალა, უნარი, გამბედაობა და პროფესიონალიზმი, რომ დანაპირები შეასრულოს.
”უბლოკო სტატუსი არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა გამთლიანდება და ქვეყანა ეკონომიკურ გარღვევას მოახდენს, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ნებისმიერ სამხედრო გაწევრიანებაზე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი. უბლოკო სტატუსი საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ნებისმიერი სამხედრო ჯარის არსებობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის ჯარის” - აცხადებს ნინო ბურჯანაძემ. იგი ამომრჩეველს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნასა და რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას პირდება.
შედარებით ნაკლები გავლენისა და”მცირე კალიბრის” საარჩევნო ბლოკი ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ რეჟიმში აპირებს. კოალიციაში ასევე შედიან ”სახალხო ხელისუფლება”, ”ქართული იდეა“ და ”ქალთა პარტიაც“. თამაზ მეჭიაური პირდაპირ ამბიბს, რომ ”რუსეთთან საგარეო პოლიტიკურ კურსს ხალხი უნდა განსაზღვრავდეს. სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა რეფერენდუმი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. თავად არჩევნები ფალსიფიცირებულად გამოცხადდა, თუმცა არავის დაუყენებია საკითხი, ხომ არ იყო ფალსიფიცირებული რეფერენდუმის შედეგებიც?” ანუ ის ეჭვქვეშ აყენებს საერთოდ რეფერემდუმს და რუსეთთან ურთიერთობას ”ეკონომიკის კუთხით დაალაგებს”
რუსეთის ”ფრონტზე” შთამბეჭდავ გარღვევას გვპირდება ”პატრიოტთა ალიანსიც”. მართალია, ირმა ინაშვლისა და დავით თარხან-მოურავის ხალხურ-ფოლკლორული ლექსიკა ქალბატონ ბურჯანაძის უსირცხვილობით გამყარებული აკადემიზმისა და ქედმაღლობისგან შორსაა, მაგარამ უნდა ვაღიაროთ, შთამბეჭდავი უტიფრობა არც მათ აკლით: ”ყველამ კარგად იცის, ვინც დღეს პოლიტიკით არის დაინტერესებული, მოწონთ თუ არ მოწონთ, ძულთ თუ უყვართ ”პატრიოტთა ალიანსი; ჩვენ არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა, რადგან რამდენჯერმე გვაქვს ეს ბარიერი გადალახული და დამოუკიდებელი კვლევებით მეორე შეეგი გვაქვს”.
ვიდრე ინაშვილ-თარხან-მოურავი მოუკლავი დათვის ტყავს ინაწილებდნენ, ამასობაში ტელევიზიით დამოუკიდებელი საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე სკანდალური წინასაარჩევნო რეკლამა გავიდა. კლიპი უკავშირდებოდა პარტია ”ცენტრისტების” წინასაარჩევნო დაპირებებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსული ტანკების ფოტოებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა. ამ ფოტოების ფონზე პარტია მოსახლეობას ჰპირდებოდა ”რუსულ პენსიას”, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას საქართველოს ტერიტორიაზე, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას.
პარტია „ცენტრისტების“ დამფუძნებლები საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე და 90-იან წლებში საქართველის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გახდნენ. თუმცა სანოლოოდ, სკანდალი მაინც სკანდალურდა დასრულდა და პარტია ”ცენტრისტებს” ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა!
ასე, რომ ”ჩრდილოეთის ფროტზე” მთავარ მებრძოლებად ამჟამად ნინო ბურჯანაძე, თამაზ მეჭიაური, ”პატრიოტთა ალიანსი” და შედარებით მკრთალი და მივიწყებული ”მრეწველები” (თოფაძე-ტყემელაძის მეთაურობით) რჩებიან. რუსეთის საგარეო სამინისტრო და კერძოდ, გრიგორი კარასინი კი იმედს გამოთქვამს, რომ ”8 ოქტომრის არჩევნები სენსაციურად არ დასრულდება”. თუმცა რა იქნებოდა რუსეთისათვის ”სენსაცია” ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მართლმადიდებელ რუსეთს მორჩილები უნდა და უყვარს და არა დასავლეთსკენ მომზირალი მეამბოხენი.
დავით ბუხრიკიძე