სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ.
,,ჩვენ მოვითხოვთ ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება. პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც უშუალოდ ამხელდა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში, რასაც ედავებიან კერძოდ- განზრახ მკვლელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში,“-აცხადებს ადვოკატი ლევან პატარქალიშვილი.
ბრალდებული ბადრი ნათობაძე დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 25 ოქტომბერს გაიმართება.