,,რუსთავი 2“ -ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი - ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. ისინი მიიჩნევენ, რომ 2010 წელს, გერმანიაში გაფორმებული ხელშეკრულება მთლიანად შეცვალის საქმის მსვლელობას.
ადვოკატ თამთა მურადაშვილის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს დაეხმარება, დასაშვებად ცნოს საქმე და დააკმაყოფილოს სამაუწყებლო კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს საქმის ქვემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, რათა მურადაშვილის თქმით, საქმე სრულყოფილად იქნას გამოკვლეული და დადგინდეს ჭეშმარიტება.
რაც შეეხება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მხარეს, მისი ადვოკატის, პაატა სალიას მტკიცებით, "რუსთავი2"-ის გუშინ გავრცელებული დოკუმენტი ყალბია და მას უზენაეს სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საუბარია ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ, ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენი აღიარებს, რომ სამაუწყებლოკომპანიის ყველა უფლება ირაკლიოქრუაშვილს ეკუთვნის.