თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმყოფილა. დაცვის მხარე ბადრი ნათობაძისთვის 5 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ნათობაძემ პროცესზე განაცხადა, რომ მას იარაღი არ ჰქონია და თავს დამნშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გაასაჩივრებას აპირებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზემიმდინარეობს. შემდეგი პროცესი 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.