ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის იურისტმა უზენაეს სასამართლოში საექსპერტო მოსაზრება შეიტანა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ კომპანიის საჩივარი არის დასაშვები და აკმაყოფილებს ყველა სამართლებრივ ნორმას.
ადვოკატის განმარტებით, მოსაზრება თეიმურაზ თოდრიას ეკუთვნის, რომლის სადისერტაციო ნაშრომიცგამოიყენა სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
ტელეკომპანიის იურისტის, თქმით სააპელაციო სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დასაშვებად უნდა ცნოს.
“ჩვენს მიერ წარდგენილ საექსპერტო მოსაზრებაში ბატონმა თეიმურაზმა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები შეაფასა უკანონოდ. ამასთან ბატონი თეიმურაზი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი არის დასაშვები და აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ წინა პირობებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა ციტირება საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებული იყო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და სწორედ მის სადისერტაციო ნაშრომზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნების შესაბამისად თქვა, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ჩვენი სააპელაციო საჩივარი, მაშინ როდესაც საექსპერტო მოსაზრებაში ბატონი თეიმურაზი ამბობს აბსოლუტურად განსხვავებულ რამეს და მისი და ჩვენი შეხედულებები მნიშვნელოვან წილად ემთხვევა ერთმანეთს“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.