აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება "პატრიოტთა ალიანსის" შემოწირულობას, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამი პირისგან მიიღო და თანხის რაოდენობა 183 200 ლარს შეადგენს. აუდიტის სამსახურის დასკვნა მედიის წარმომადგენლებს დღეს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გააცნო - „ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
თორდიას განმარტებით, დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს.