გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოქალაქეს ფრინველების მოზიდვის მიზნით ჩართული ჰქონდა ელექტროხმოვანი სიგნალის გამომცემი მოწყობილობა ე. წ. „მანოკი“. სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი.