თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს, წარსულში ნასამართლევი, 1971 წ.დ მამუკა ოსაძე.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალები, დღისა და ღამის ხედევის ოპტიკური სამიზნეები, ''იერიხოს '' სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "აკს"''-ის სისტემის ოთხი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი ცალი ხელყუმბარა, დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და ტანკსაწინაღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო.