თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,,რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ძალაში დატოვა ცესკოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.
“ვფიქრობ, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მხოლოდ კანონის ნორმებით რომ ეხელმძღვანელა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკისგან თავისუფალი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ორ პარტიას, ორ საარჩევნო ბლოკს, შეუქმნა სასათბურო პირობები,“ - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლითაც საარჩევნო კომისიამ ორ საარჩევნო სუბიექტს ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი დღეს მხარეებს გააცნო.