გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის გაერთიანებულ სხდომა, სავარაუდოდ ჩაიშლება. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომას უნდა დაესწროს თბილისში, ძაღლს ასეირნებს.
,,კურიერის“ ინფორმაციით, საუბრისას მან არ განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება ბათუმში და რა ბედი ეწევა სხდომას. სიჭინავამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეებზე სხდომა უნდა ჩატარდეს, რისთვისაც აუცილებელია მინიმუმ 6 მოსამართლის გამოცხადება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორე კოლეგიიდან სხდომას შესაძლოა არც ერთი მოსამართლე არ დაესწროს, შესაბამისად ის სავარაუდოდ ჩაიშლება. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ოთარ სიჭინავა თბილისშია.