ცოტა ხნის წინ, თბილისში ლიბერთი ბანკის გლდანის ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. კურიერის ცნობით, ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას ადაუდასტურებენ.
არსებული ინფორმაციით მძარცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით ფილიალიდან წაღებულია თანხა, რომლის ოდენობასაც ბანკი ამ დროისთვის ვერ ასახელებს.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყაჩაღობის დროს არავინ დაშავებულა.