დღეს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მოთხოვნის თანახმად, ეკა ბესელიას შვილის და ძმის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ, პირველი და მეორე ინსტაციის სასამართლოს განაჩენები და სასამართლო სხდომის ოქმები.
ადვოკატები ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლოში ასაჩივრებენ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-5 მუხლით (თვითნებური დაკავება), მე-6 მუხლით (საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების), მე-13 მუხლით (სამართლებრივი მისაგებლის უფლებების), მე-10 მუხლით (დისკრიმინაციის დაუშვებლობა ანუ პოლიტიკური ნიშნით დევნის აკრძალვა) დაცული უფლებების დარღვევას.
სერგო (ბესიკ) ბესელიასა და რატი მილორავას საქმე ამჟამად ადვოკატებმა გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, რაც შეეხება მათთან ერთად დაკავებულ როინ ცაგარელსა და ვალერი კირვალიძეს, ისინი გათავისუფლდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე.