საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ გახმაურებულ საქმეებზე თვითგანრიდების შუამდგომლობით მიმართა.
„თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ე. წ გახმაურებელი საქმეების განხილვაში მონაწილეობისგან თვითგანრიდების შუამდგომლობით“, - განაცხადა ფაფიაშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აცილების შუამდგომლობის დაყენება უკავშირდება 27 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მის მიმართ შესაძლო ზეწოლას.