36-საათიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ნაპირიდან 500 მეტრში ზღვაში, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 28 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი დღეს 07:50 წყლის ზედაპირზე იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და პირველადი მონაცემებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.