ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე და მებაჟე დააკავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულია ნიკა გაბადაძე, მუხრან ჭუმბურიძე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი, ცვლის უფროსი შოთა მიქაძე.
გაბადაძემ და ჭუმბურიძემ დუბაიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით, თბილისის აეროპორტის გავლით ათეულობით მობილური ტელეფონი, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტო-აპარატები და ავტომანქანის ნაწილები შემოიტანეს. სულ კონტრაბანდული საქონლის საბაზრო ღირებულებამ 50 000 ლარი შედაგინა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
საბაჟოს ოფიცერმა შოთა მიქაძემ კი, ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და საშუალება მისცა გაბადაძესა და ჭუმბურიძეს,ზემოაღნიშნული ტვირთი განბაჟების გარეშე გამოეტანათ აეროპორტიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 332-ე მუხლებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად ხუთ წლამდე და სამ წლამდე ვადით.