გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში ცხვრის შიგნეული სამელიორაციო არხში ჩაყარა, ხოლო ტყავი და თავი დაყარა გზის სავალ ნაწილზე.
გარემოს დამცველების მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.