თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნით, აუდიტის სამსახური, ვეტერანთა სამსახურს შეამოწმებს.
პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურმა ვეტერანთა დეპარტამენტის არაგეგმიური შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ არის დაზუსტებული შემოწმების თარიღი და ვადა.
თავისუფალი დემოკრატები ვეტერანთა სამსახურში საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაზე და შტატების არარაციონალურ ზრდაზე მიუთითებენ.
ვეტერანთა სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის ცვლილების გამო, მათ თავად მიმართეს აპრილში აუდიტის სამსახურს ფინანსური შემოწმების ჩასატარებლად.