გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.
თელავის, ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს რცხილის და წიფლის სახეობის ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.