უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოში 2005 წელს იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ რენატ კუზმინმა გაზეთ "სეგოდნიას" განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია "უკრობორონსერვისმა" 2005 წელს 50 საზენიტო რაკეტა "Бук-М1" და "Бук-М1-2" კერძო რუსულ-უკრაინული ფირმისგან შეიძინა, რომელსაც ლიცენზია არ აღმოაჩნდა.
"შედეგად ეს რაკეტები უცნაურ ვითრებაში საქართველოში აღმოჩნდა, რომელიც, შესაძლოა, 2008 წლის ზაფხულში შეიარაღებული კონფლიქტისას საომარი მოქმედებების დროს გამოეყენებინათ", - წერს გაზეთი "სეგოდნია".
"კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სამეურნეო მოქმედების წესრიგ დაარღვიეს, საქმის აძზვრის დადგენილება გაასაჩივრეს. იმედია, ამ შუამდგომლობას სასამართლო არ დაკლამყოფილებს და გამნოზიება ლოგიკურ გინალამდე მივა", _ განაცხადა კუზმინმა.