სკანდინავიაში უმსხვილესი სტოკჰოლმის აუქციონის სახლიდან Bუკოწსკის-დან სამმა შეიარაღებულმა მძარცველმა 1,5 მლნ დოლარის ღირებულების ძვირაფსეულობა გაიტაცეს.
შვედეთის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მძრაცველებმა Bუკოწსკის-ის ოფისიდან 300 დასახელების სამკაული მოიპარეს, რომლეიც გასაყიდად 1-4 ივნისს უნდა გამოეტანათ. მოპარაულ ძვირფასეულებებს შორისაა თეთრი და ყვითელი ბრილიანტებით მორთული 125 ათასი დოლარის ღირებულების ყელსაბამი და ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც 95 ათას დოლარად იყო შეფასებული.
ძარცვის მომენტში შენობაში 20 ადამიანი იმოფებოდა. მათგან არავინ დაშავებულა.
პოლიციამ მანქანა იპოვა, რომლითაც მძრაცველები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
აუქციონის სახლი Bუკოწსკის-ი პოლონელმა დიდგვაროვანმა ჰენრიკ ბუკოვსკიმ 1870 წელს დაარსა. ყიველწლიურად აუქციონი ექვს საერთაშორისო გაყიდვებს სტოკჰოლმსა და ჰელსინკში მართავს.