კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
აქციაზე შეკრებილები ფართების დაკანონებას ითხოვენ. მუხაძის 17 ნომერში მდებარე სათამაშოების ქარხანაში 15 წლის წინ შესახლებულები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.
ამ წუთებში აქციის სამი მონაწილე კანცელარიაში მოლაპარაკებაზეა შესული.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბეჟან გუნავა უკვე მეორედ დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბეჟან გუნავა და მისი შვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილობლობას გულისხმობს. მათ სავარაუდოდ დღესვე სასამართლოში გადაიყვანენ.