ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს- ამის შესახებ განცხადება პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული დეტალები დასაზუსტებელი იყო, რაც ამ ეტაპისთვის ვერ დაზუსტდა. აქედან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმებები ამ ეტაპზე მიღწეული არ არის და ამ ეტაპზე არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.