2 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 12 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. კერძოდ, მოქალაქემ, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების ქვეყანაში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა სცადა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7372 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7372 ლარის ოდენობით შეეფარდა.