4 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (121,84 გრ) ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7267,76 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7267,76 ლარის ოდენობით შეეფარდა.