თელავში პარტია ,,სოციალისტური საქართველო" ყრილობის პარალელრად მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ხელი დაარტყა.
რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.