საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმართლეები ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებმდე ოთარ სიჭინავამ განაცხადა, მათ სურთ, დიპლომატებს მიაწოდონ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან და მოსამართლეების პოზიციასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვინდა, დიპოლმატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მივაწოდოთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ძირითად სასამართლოში შექმნილ მდგომარეობაზე და არა კონკრეტულ საქმეებზე. რა თქმა უნდა ,საქმეებზე ჩვენ არასდროს არავისთვის ანგარიში არ ჩაგვიბარებია, მერე ყურით მოთრეული ინსინუაციები რომ არ იყოს. გავაცნობთ ჩვენს პოზიციას არსებულ საქმეებთან დაკავშირებით, რადგან, ჩემი აზრით, სასამართლოს ირგვლივ შექმნილია არაჯანსაღი ფონი", - განაცხადა ოთარ სიჭინავამ.
ამასთან, მოსამართლე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ხდება საქმეების მიზანმიმართული გაჭიანურება.
"ეს არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება ვიღაცის ინტერესბს ან მეორე მხრივ, შესაძლოა,ვიღაცას რაღაც მიზნები აქვს. მე პირადად, ხვალ პროცესი მაქვს ჩანიშნული. გამოცხადებებია, მაგრამ საკითხები, რომელბზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრე საუბრიბს, უნდა გაირკვეს, ვიდრე არ გაირკვევა, რა თქმა უნდა რთული კი არა, ჩემთვის შეუძლებელია საქმის განხილვაში მონაწილეობა", - ამბობს სიჭინავა.
შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს.