ბათუმში 22 მაისს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა მკველობაში ეჭვმიტანილი ლევან კაპანაძე გუშინ, თბილისში დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. მას თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ბათუმში, გორკის ქუჩაზე მოხდა. კაპანაძეს შელაპარაკება 18 წლის ნიკა ხიმიკაძესთან მოუვიდა, რა დროსაც მან ეს უკანასკნელი ცივი იარაღით დაჭრა.
ხიმიკაძე ადგილზე გარდაიცვალა.