ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფი გია აბდალაძე მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად სამ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ იმედი აქვს ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს მალე ფარდა აეხდება.
„დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკვე დასრულდება გამოძიების პროცედურები და სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ფარდა აეხსნას „ფოტოგრაფების საქმეს“ და ნათელი მოეფინოს რა ხდებოდა. დავაზუსტეთ კონკრეტული დეტალები, შესაძლებელია უახლოეს მომავალში ჩვენს კოლეგებს კიდევ მოუწიოთ აქ მოსვლა. იმედია, ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც პატიმრობაში ვიყავით“, - აღნიშნა გია აბდალაძემ.