ე.წ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში მეუღლესთან ერთად არის დაბარებული.
„ჩემი მეუღლე პირველად არის დაბარებული. მე რამდენჯერმე ვიყავი. მითხრეს, რომ რაღაც დეტალების დაზუსტება უნდოდათ. მეუღლეს, ალბათ, გამოკითხავენ სახლის ჩხრეკის ამბებს. ვფიქრობ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე მალე დასრულდება და ნათელი მოეფინება ყველაფერს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს”, - განაცხადა გიორგი აბდალაძე