ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო.
ხაბელაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის პროცესში პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მის წამებაში მონაწილეობას რამდენიმე პირი, მათ შორის „მთავარი პროკურორი და საქმის პროკურორი ღებულობდა”.
საქმის პროკურორმა გოჩა ქორაიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულის განცხადებას პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მისივე ინფორმაციით, დაკითხვას მხოლოდ თავად ესწრებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.