მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს "ოპელისა" და ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დეფორმირებული მანქანებიდან გარდაცვლილების გადმოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელსაც თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.