დღეს, 27 მაისს, 11:00 საათზე, მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #84-ში (ბაგები) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლები თმის ღერის ექსპერტიზის საშუალებით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე შემოწმებას გაივლიან.
ნარკოტიკული, მომწამვლელი ნივთიერებების, ფარმპრეპარატებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია თავისი აღჭურვილობით, კომპეტენციით, დანერგილი მეთოდებით საუკეთესოა პოსტ-საბჭოთა სივრცეში და შედის მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიების რიგში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თმის ლაბორატორიული კვლევა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გამოსაკვლევი ნიმუშების აღება შესაძლებელია ბიუროს შენობაში და ასევე დამკვეთ ორგანიზაციაში.