"საბიუჯეტო კოდექსის" თანახმად, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის დამტკიცებისა და მიღების ვადები იცვლება.
პროექტის მიხედვით დოკუმენტს საქართველოს მთავრობა იწონებს არაუგვიანეს 10 ივლისისა და ამავე დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული ასიგნებების და კადრების ზღვრული მოცულობები მომდევნო 4 წლისათვის. ამასთან, ზღვრული მოცულობების განსაზღვრის თარიღის გადაწევა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პარამეტრების უფრო ზუსტ დაგეგმვას, ვინაიდან იგი ხორციელდება 6 თვის მონაცემების საფუძველზე. პროექტის მიხედვით, 10 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული პრიორიტეტებისა და ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არაუგვიანეს
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყოველი წლის 1 მარტს იწყება მუშაობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება არაუგვიანეს 15 აპრილისა. საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტი ეგზავნება პარლამენტს 1 მაისამდე, რომელზედაც საქართველოს პარლამენტი დასკვნას უგზავნის მთავრობას 1 ივნისამდე. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობა 15 ივნისამდე ვალდებულია განსაზღვროს დასაგეგმი წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და კადრების ზღვრული მოცულობები, რომლის საფუძველზეც მხარჯავი დაწესებულებები საბიუჯეტო განაცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. ვინაიდან აუცილებელია BDD დოკუმენტსა და წლიურ ბიუჯეტს შორის კავშირის გამყარება, მიზანშეწონილად ჩაითვალა საბიუჯეტო კალენდარში ცვლილებების შეტანა და კოდექსის პროექტის მიხედვით დოკუმენტს საქართველოს მთავრობა იწონებს არაუგვიანეს 10 ივლისისა და ამავე დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული ასიგნებების და კადრების ზღვრული მოცულობები მომდევნო 4 წლისათვის. ამასთან, ზღვრული მოცულობების განსაზღვრის თარიღის გადაწევა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პარამეტრების უფრო ზუსტ დაგეგმვას, ვინაიდან იგი ხორციელდება 6 თვის მონაცემების საფუძველზე. პროექტის მიხედვით, 10 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული პრიორიტეტებისა და ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არაუგვიანეს 1 სექტემბრისა, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობას 15 სექტემბრამდე წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობას 25 სექტემბრამდე წარუდგენს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოცუმენტს და მასთან შესაბამისობაში მყოფ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა დაD BDD დოკუმენტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, რომლებიც საკომიტეტო განხილვების შემდეგ, შესაბამის დასკვნებთან ერთად, უბრუნდება საქართველოს მთავრობას 1 ნოემბრამდე, რომელიც აღნიშნული დოკუმენტების გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 15 ნოემბრამდე. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და დოკუმენტს საქართველოს პარლამენტი იხილავს პლენალურ სხდომაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად კენჭი უნდა ეყაროს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ დამტკიცდა 1 დეკემბრამდე, იმავე პროექტს ან მთავრობისა და პარლამენტის შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებული პროექტის ვარიანტს კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. დასაგეგმი წლის დაწყებამდე ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს წლიურ საბიუჯეტო კანონს. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული პრიორიტეტების დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ინფორმაციის სახით წარუდგენს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს