რესპოდენტის შესახებ
“ჯი-ეიჩ-ენის” კითხვებს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ უპასუხა
ეუთოს შუალედური ანგარიშის ფონზე, რომელიც წინასაარჩევნო ვითარებას შეეხება, საინტერესოა, როგორი გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს კორცხელში მომხდარ ინცინდეტნს ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში? ექსპერტების ერთი ნაწილი საუბრობს, რომ ეს ფაქტი საკმაოდ ნეტაგიურად აისახება სხვადასხვა მოხსენებებსა და გადაწყვეტილებებში, მეორე ნაწილი კი საუბრობს ”ლოკალურ” ინცინდენტზე - როგორც გამონაკლის შემთხვევაზე.
ეუთოს შუალედური ანგარიში მომზადდა კორცხელის ინცინდენტამდე და ეს ფაქტი მასში არ არის ასახული. კორცხელის ინცინდენტი, მთლიანობაში, გაცილებით უფრო სერიოზული მასშტაბის მოვლენაა და ის მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ ასეთი ტიპის ძალადობა არ იქნა ფუნდამენტში აღკვეთილი ეს იქნება ძალიან საგანგაშო და სავალალო. კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ორგანიზებული ძალადობა. ასეთი სახის ორგანიზებულ ძალადობას, რომელიც ნამდვილად ბოროტებაა, შეუძლია უდიდესი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს. ამიტომაც, აუცილებელია, კორცხელის ინცინდენტის ფუნდამენტური გამოძიება და არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ ორგანიზატორების დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. ასე ვთქვათ - ეს არის პატარა გველი, თუ ახლა არ დამარცხდა შეიძლება გველეშაპად იქცეს და ყველა შეგვჭამოს. ამიტომ მხოლოდ შემსრულებლებზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა გამოვლინდნენ ორგანიოზატორები, რაც დაუკარგავს მადას ყველას, რომელსაც შესაძლოა, თავში ჰქონდეს აზრად, რომ ძალადობა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მისაღებია.
თქვენ საუბრობთ ორგანიზატორების გამოვლენაზე. მართლაც ცხადზე უცხადესია, რომ ”შემსრულ;ებლები” არც პოლიტიკური აღტკინების გამო ჩასულან კორცხელში, არც ბოკერიასა და მელიას საცემად - რადგან მათი ნახვა და ცემა თბილისშიც შეეძლოთ. ისინი კორცხელს არც ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით ეწვეოდნენ და გონივრული ეჭვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი კორცხელში კონკრეტული მიზნისთვის გააგზავნეს. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ”ოცნება” საკუთარ ლიდერებს დასჯის?
მე არ მაქვს გამოძიების მასალები და ზედაპირულად არ მინდა ვიმსჯელო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ასეთი რამ საფუძველშივე არ აღიკვეთა, ეს იქნება დარტყმა ჩვენს ქვეყანაზე და ის აისახება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე, ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოუვიდეს ქვეყანას, რომელიც ემხრობა ძალადობის გამოყნებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ ამას გაცილებით უფრო სერიოზული პასუხი უნდა. ამიტომ კონკრეტულად ვინ გააკეთა, რა გააკეთა ეს ჩანდა, რაც შეეხება ორგანიზატორებს, რამდენიც არ უნდა მოხდეს მათი მიჩქმალვა მაინც გაცხადდება, საბოლოო ჯამში არ დარჩება საიდუმლოდ. მაგრამ რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ფუნდამენტურად იქნას გამოძიებული და შესაბამისად დასჯილნი მისი ორგანიზატორები, რათა მადა გაუქრეს ყველას მომავალში ანალოგიური ქმედებების განსახორციელებლად.
თქვენ ახსენეთ, რომ ეს ინცინდენტი შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რეალურად, მხოლოდ ”კორცხელის” ხელისშემშლელი? სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა?
როდესაც ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საკითხებია. უფრო ფართო სპექტრის საკითხები და მთლიანობაში, ყველა არსებული პრობლემა, რომელიც საქართველოშია იქნება და არის ძალიან სერიოზულად მისაღები.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ეს გახლავთ არაფორმალური მმართველობა, მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება და ა.შ.
ანუ, თქვენ ხედავთ რეალურ საფრთხეებს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და იმავე ნატოს ვარშავის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებში?
ჩვენ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და აღმშენებლობა არ შეიძლება განცალკავებით განვიხილოთ. ის პრობლემები, რომლებიც ვახსენე - არაფორმალური მმართველობა, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმირება, ეს საკითხები არის კომპლექსური. ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ არის ისეთი, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი და რაც არ არის აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებვისთვის. ამიტომ, ჩვენ ვიცით რა შეიძლება მოჰყვეს ძალადობის გამოყენებას პოლიტიკურ იარაღად და ამაზე როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. და ეს შედეგი იქნება ყველაზე უარესი, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს. კორცხელის ინცინდენტი არის ძალიან მკაფიო და აშკარა მაგალითი ამისი და ამიტომაც არის აუცილებელი მას ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. დასავლეთში კარგად იციან და ესმით, და ეს უნდა გვესმოდეს ჩვენც - ძალადობის გამოყენება პოლიტიკაში ისეთი პროცესია, რომ თუ ის ხელიდან გაიქცევა მერე შეეხება ყველას, აბსოლუტურად ყველა ადამიანს და მათ შეუქმნას პირდაპირი და აშკარა საფრთხე.
ჩვენ უკვე ვისმენთ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეული პროცესების კანონისა და სამართლებლივი ჩარჩოებიდან ამოვარდნის შემთხვევაში დადგება 1-ლი ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი. რამდენად რეალურია მოვლენების ასე პროგნოზირება და ზოგადად, ასეთ ვითარებაში როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნირების დამოკიდებულება?
ბუნებრივია ის რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა თუ მედიის თავისუფლების შეზღუდვა ეს არის ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს არა თუ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, არამედ საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოს აღთქმის შანსებს. ამიტომ სწორ გზაზე და სწორად სიარული არის საქართველოს ფუნდამენტური ინტერესი. ზემოთნახსენები კომპლექსური საკითხები აუცილებელი პირობაა, როგორც ჩვენი სახელმწიფის აღმშენებლობის, ასევე - ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
თქვენ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად არაფორმალური მმართველობა ახსენეთ. ანუ, ევროსტრუქტურების კულუარებში ამ საკითხზე საუბრობენ?
იცით რაშია საქმე, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობა. ზოგადად, არაფორმალური მმართველობა არის ფუნდამენტურად საწინააღმდეგო იმისა, რასაც დასავლური - თავისუფალი სამყარო ეფუძნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესო პრობლემა, რომელიც საქართველოზე საუბრისას წინა პლანზე გამოდის.
ყოველ შემთხვევაში, ღია და მკვეთრი განცხადებები ამაზე არ კეთდება.
დამოკრატიული სახელმწიფოს არსი რა არის? ძალაუფლება უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. როდესაც არსებობს არაფორმალური მმართველობის პრობლემა ქვეყანა სრულფასოვან დემოკრატიად ვერ და არ აღიქმევა. აქ მთავარია ფუნდამენტური პრინციპი - ძალაუფლება მკაფიოდ უკავშირდება პასუხიმგებლობას. საქართველოში რაც ხდება ამ მხრივ, დასავლეთში ამას ხედავენ, იციან და ამაზე საუბრობენ.
”ჯი-ეიჩ-ენი”, გეგა სილაგავა