"ენერჯი ინვესტის" გენერალურ დირექტორ გენო მალაზონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდასასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებულის ადვოკატი დავით ხაჟალია წინასწარი პატიმრობის 20 ათასი ლარით შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მალაზონიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა, რაც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მალაზონიამ აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად დიდი ოდენობით თანხა - 165 828 582 ლარის შემოსავალი მიიღო.
მალაზონია წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.
"ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი სამართალდამცველებმა 19 მაისს დააკავეს.