დაკავებული თანაპარტიელის კოტე გომელაურის გათავისუფლებას მოითხოვენ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" წარმომადგენლები. ამ მიზნით ისინი წუხელ პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, გომელაურს სამართალდამცავებმა ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით გომელაური სახლიც გაჩხრიკეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა სახლიდან ნივთმტკიცებები ვერ ამოიღეს.
ავტოსაგზაო შემხვევა ბუშის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
გომელაური მანქანით ტროტუარზე ავარდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ გომელაური დააკავა.
მას ბრალად ავტოავარიის შედეგად სხეულის დაზიანება და ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-გადაზიდვა ედება.
თავად დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.