კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალურ დირექტორს, გენო მალაზონიას ბრალს დღეს წაუყენებენ. დღესვე გახდება ცნობილი თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
გენო მალაზონია ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავების ცნობით, მალაზონიას უკანონო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტმა დიდი ოდენობით თანხით იზარალა. საუბარია 70 მილიონ ლარზე.
გენო მალაზონია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.