ENG / RUS       12+

ხათუნა არჩვაძე: ჩემი შვილი დაჭრეს იარაღით და კიდევ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რესპოდენტის შესახებ

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ვაჟა ნაჭყებიას ოჯახის წევრები და ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, ვაჟა ნაჭყებია არის პოლიციის თანამშრომლის, მანუჩარ მაისურაძის მსხვერპლი და მოსამართლე ლილი მსხილაძემ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა უსამართლოდ მიუსაჯა. ოჯახის წევრთა განცხადებით, გამოძიება არაობიექტურად ჩატარდა. ახლობლები და ადვოკატები (მალხაზ ჯანგირაშვილი და ინგა შარაშენიძე) განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. ასევე, აპირებენ, მიმართონ იუსტიციის საბჭოს, რათა შესწავლილ იქნას სასამართლო სისტემაში არსებული დარღვევები. ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის განცხადებით, მსხილაძის მიერ გამოტანილი განაჩენი არის ცალსახად უკანონო საპროცესო აქტი. სამწუხაროდ, მოსამართლე, რომელიც თვეების განმავლობაში იხილავდა საქმეს, ვერ გაერკვა ნიუანსებში და დღემდე წარმოდგენა არა აქვს, რეალურად რა მოხდა. „რეალურად, მოცემულ საქმეში ვაჟა ნაჭყებია უნდა წარმოადგენდეს დაზარალებულს და არა მსჯავრდებულს. იგი დაშავებულია პოლიციის თანამშრომლის თავდასხმის შედეგად. სასამართლო პროცესი, თავისი არსით, სამარცხვინოდ ჩატარდა, ადამიანის უფლება და დაცვის მხარე, ცალსახად, ფეხქვეშ იქნა გათელილი. მოსამართლეს წარმოდგენა არ ჰქონდა, პროცესზე რა ხდებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ჯი-ეიჩ-ენი  მსჯავრდებული ვაჟა ნაჭყებიას დედას, ხათუნა არჩვაძეს ესაუბრა:

- მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოიტანა არაობიექტური და უსამართლო განაჩენი. ჩემს შვილს, რომელსაც სცემეს, დაჭრეს იარაღით და დანით, კიდევ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ ხნის განმავლობაში, საქმის ობიექტურ გამოძიებას ვითხოვდი, არაერთხელ მივმართე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ინფორმაცია არ მიაწოდეს და საქმე პროკურატურას თაროზე უდევს.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მოხდა დიდ დიღომში, თქვენს სტუდენტ ვაჟსა და პოლიციელ მანუჩარ მაისურაძეს შორის 2015 წლის 18 ივნისს?

- პოლიციელმა მანუჩარ მაისურაძემ, რომელიც არის ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის დეტექტივის თანაშემწე,  ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი შვილის ნახვა წინა დღით, სახლიდან გააყვანინა მისივე  მეგობარს, იქვე, 192-ე საჯარო სკოლის შენობასთან, სადაც  პოლიციელის სახლი მდებარეობს, დაასმევინა ჩემი შვილი. მოულოდნელად მას მისცვივდნენ ძმები მაისურაძეები, რომლებიც ვაჟიკოზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერები არიან, სასიკვდილოდ სცემეს, ორჯერ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს უმძიმესი ჭრილობები, დაჭრეს დანით და შემთხვევის ადგილიდან გაიქცენენ. სისხლის გუბეში მიტოვებული ვაჟა სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. მაისურაძის ცოლი იქვე იყო და უყურებდა ყველაფერს. მაისურაძეების მამა წაქცეულ დაჭრილ ბიჭს წიხლებს ურტყამდა. არც კი უცდიათ, სასწრაფოსთვის ან პოლიციისთვის შეეტყობინებინათ ფაქტი. სასწრაფოს გამვლელმა შეატყობინა, რომ ახალგაზრდას შველა სჭირდებდა. მეორე დღეს ვაჟას წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის განზრახვისთვის. ახლა კი, მოსამართლე ლილი მსხილაძემ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც თავიდან ბოლომდე უკანონოა.

- მიგაჩნიათ, რომ სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, მაგრამ საინტერესოა, ამდენი ხნის განმავლობაში როგორ მიდიოდა გამოძიება?

- მანუჩარ მაისურაძე არის მოქმედი პოლიციელი, რომელსაც არ შეუჩერდა უფლებამოსილება და დღემდე მუშაობს დაკავებულ თანამდებობაზე. იგი ცნეს დაზარალებულად და ჩემი შვილი, რომელიც სიკვდილს ებრძოდა, ორი უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა, გამოიყვანეს დამნაშავე. ამ დროის განმავლობაში მთელი სისტემა გვებრძოდა. მოსამართლე არის არაკომპეტენტური, მან არ იცის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, ვერ გაერკვია საქმეში, რომლის შესახებაც ზეპირად მოუყვნენ. მონაყოლის საფუძველზე დაალაგა საქმე და  ჩემს შვილს განაჩენი ასე გამოუტანა.

- მოქალაქე  ვაჟა ნაჭყებიაზე  პოლიციელის  დავდასხმას, თქვენი აზრითრა მოტივაცია უნდა ჰქონოდა?

- გამოძიების შეთითხნილი ვერსიით, თითქოსდა წინა დღით, ჩემმა შვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელ მანუჩარ მაისურაძის მეუღლეს და პოლიციელმა მოქალაქეზე შური იძია. ნიშნული არ შეეფერება სინამდვილეს, ამის გამოგონება დასჭირდათ პოლიციელის გადასარჩენად. სასამართლო პროცესზე თავად მანუჩარ მაისურაძემ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს კანონი, იყო ოჯახის საქმე  და თავად ამიტომ აგვარებდა. მაისურაძე თავად არ იცავს კანონს და კანონმდებლობას. ნახეთ, როგორი პოლიცია გვყავს და ვის იმედად ვართ ყველანი, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლო მაინც დამნაშავე პოლიციელს იცავს.

 

- მოსამართლეს, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა, არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებთ. რადგან მომხდარის შემდეგ საქმის გამოძიებას ამდენი დრო დასჭირდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენგან და თქვენი ვაჟის ადვოკატებისგან ფარულად, ძიებამ სხვა მიმართულება მიიღო?

- დიახ, ასე ვფიქრობ. მოსამართლეს, პროკურატურას და სხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის შეიძლება არსებობდეს კავშირები, რადგან შავზე თეთრით წერია, რომ ჩემს შვილს თავს დაესხნენ, ცემეს, დაჭრეს და დანით მიაყენს დაზიანებები. მანუჩარ მაისურაძეს არა გულმკერდის არეში, არამედ წელის არეში აქვს ნაკაწრი, არაშემავალი დაზიანება. სადაა დანით მიყენებული დაზიანება? თუ ჩემმა შვილმა დაარტყა დანა, ნაკაწრი როგორღა მიაყენა? პროკურატურის შეთითიხნილი ვერსიით, თითქოსდა ჩემმა შვილმა დაჭრა მანუჩარ მაისურაძე და ვაჟა ნაჭყებიას დაკავებას ცდილობდა მანუჩარ მაისურაძის ძმა, არჩილ მაისურაძე, რომელსაც თითქოს ვაჟამ იგივე საგანი ჩაარტყა. თუმცა მას სხვა დაზიანება აღნიშნება, რომელიც მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. თუ ჩემს შვილს ჰქონდა დანა, მაშინ რატომ აქვ მანუჩარს და არჩილს სხვადასხვა საგნით მიყენებული დაზაინება? არ ჩატარებულა ექსპერტიზა, თუ რამდენი საგანი იყო შემთხვევის ადგილზე. ჩემს შვილს მჩხვლეტავი საგნით (დანით) აქვს დიდი ჭრილობა მიყენებული, მანუჩარს მჩხვლეტავი საგნით (შესაძლებელია მავთულით) აქვს მიყენებული ნაკაწრი, ხოლო არჩილ მაისურაძეს - ბლაგვი საგნით, რა გამოდის: შემთხვევის ადგილზე  ორი დანა იყო თუ ერთი? ეს არავის დაუდგენია. არ მომხდარა დანების ამოღება და იდენტიფიკაცია. საერთოდ, ბრალდების მხარეს დამალული ჰქონდა ვაჟა ნაჭყებიას დანით დაჭრის და ცემის ფაქტი. პოლიციელს და მის ძმას არანაირი სხვა დაზიანება (ვგულისხმობ ცემას) არ ჰქონდათ. რა მოხდა - მკითხველითვის ნათელია ყველაფერი. მოსამართლე ლილი მსხილაძემ დასაშვებად არ ცნო დაცვის მხარის კანონის სრული დაცვით ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნა, რაც უცოდინრობის ბრალი. მოსამართლემ არ იცის. კანონით რისი უფლება აქვთ ბრალდებულს და მის ადვოკატს. ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნით დადგენილია ვაჟა ნაჭყებიას ცემის ფაქტი, დანით დაჭრის ფაქტი, დადგენილია, რომ მანუჩარ მაისურაძემ უკვე წაქცეულ ვაჟა ნაჭყებიას  ესროლადადგენილია, რომ მანუჩარ მაისურაძე არ წაქცეულა, დაგენილია, რომ მანუჩარ მაისურაძე მოძრაობდა და ისე ისროდა დღისით, მზისით ხალხმრავალ ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ. ველოდებით, როდის გადმოგვცემს მოსამართლე განაჩენს, რისთვისაც საჭიროა ორი კვირა. საჩივარი შევა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიბრძოლას გავაგრძელებ, ვინაიდან ჩემი ვილი არის უდანაშაულო. ნაწილი დასკვნების, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ამტკიცებ, რომ პოლიციელი უნდა დაისაჯოს. პოლიციელს ნაკაწრის გარდა არაფერი  აღენიშნება. ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ყველა მტკიცებულება და  საქმეში დამალული ცემის ფაქტი, დამალული დანაც ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. პროკურატურამ გამოყო ცალკე საქმედ ცემის ფაქტი, რომელზედა უკვე წელიწადია გასული და პროკურატურას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, უსამართლოდ მიდის გამოძიება. საქმე ცალხმრივად აქვთ შეკერილ-შეთითხნილი, პოლიციელის სასარგებლოდ. საქმის გამოყოფა მოხდა თვალის ასახვევად, რადგან წარმოიდგინეთ სიტუაცია: ჯერ სცემს ადამიანს, შემდეგ ესვრის და დამატებით დანით აყენებს დაზიანებას - ეს არანაირ კვალიფიკაციაში არ ჯდებოდა. ასე აწყობდათ: თითქოსდა მხოლოდ სცემეს ჩემ შვილ, რითაც ინციდენტი ამოიწურ.

- იმის გარდა, რომ თქვენს ვაჟზე თავდამსხმელი სამართალდამცველია, შეუძლებელია, მოსამართლემ არ იცოდეს, რა სახის პასუხისმგბლობა ეკისრება პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ფაქტების გაყალბების საფუძველზე გამოტანილი განაჩენისთვის. იქნებ მას აქვს გარანტიები, რომ პასუხს არ აგებს ასეთი გადაწყვეტილების გამო?

- სასამართლო მანუჩარ მაისურაძეს, როგორც სამართალდამცველს, არაფერს არ ედავება. პროკურატურის მტკიცებით, ის იცავდა თავს. მთავარ კითხვაზე - ვისგან და რისგან იცავდა თავს - პასუხი არ არსებობს. პოლიციელი ძმასთან ერთად  იარაღით მიდის პირადი საქმისგასარჩევად“  და კიდევ ის არის მართალი! ლილი მსხილაძეზე არაერთი საჩივარია შესული იუსტიციის საბჭოში. სირცხვილია, სახელმწიფოს სახელით მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ვერ ერკვევა კანონმდებლობაშისასამართლო სხდომაზე მსხილაძის აცილების მოთხოვნით დაახლოებით 12 შუამდგომლობა  გვაქვს დაყენებული და არც ერთი არ დაკმაყოფილებულ. პირველივე სხდომაზე მან განუცხადა ჩემს შვილს, რომ იგი იყო დამნაშავესასამართლო სხდომის აუდიოდისკები ამოჭრილია, რაც არის სიყალბე და დანაშაული. ვაჟა ნაჭყებია ბრალდებულის სახით დაკითხა, მისი განმარტებით, ის არ ცნობს ბრალდებულის მოწმის სახით დაკითხვის  მუხლს.

- ეს საქმე განაჩენის გამოტანამდე გახმაურებული არ იყო?

- როგორ არა, ბევრჯერ მივმართე პროკურატურას, პირადად მთავარ პროკურორს, ტელევიზიით განცხადებები ვაკეთე, საჩივრებიც დავწერე, მაგრამ არც ერთი საჩივრის პასუხი არ მიმიღია. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას ისინიც თაროზე უწყვია. 

- რა შესაძლებლობები გაქვთ საიმისოდ, რომ კანონის ფარგლებში მოხერხდეს უკვე მსჯავრდებულის დაზარალებულად ცნობა და მისი უფლებების აღდგენა?

- არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, რომ ჩემი შვილი დაზარალებულად ეცნოთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ბუტა რობაქიძის, სანდრო გორგვლიანის ისტორია მეორდება. განსხვავება ისაა, რომ ჩემი შვილის სიკვდილი ღმერთმა არ ინება, ძალიან მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმმა მითხრა, შემთხვევის ადგილზე 2 ლიტრი სისხლი დაღვარაო და  ოპერაციის გაკეთება დიდი რისკის ქვეშ იდგა. ექვსი თვის განმავლობაში იწვა, დღემდე ყავარჯნებით გადაადგილდება და ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმე აქვს. ამჟამად გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფება.

- თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ციხის საავადმყოფოში ხომ უნდა იყოს მოთავსებული?

- საავადმყოფოში აპარატიდან მოხსნეს თუ არა, მაშინვე ციხეში გადაიყვანეს, შეუწყვიტეს მასაჟები, ექიმის რეკომენდაციები, რომელიც მუხლის სახსრის ამუშავებასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. მივმართე სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს. მოვითხოვე, ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა, რათა ფეხი არ დაკარგოს, მაგრამ არანაირი რეაგირება მინისტრის მხრიდან ამას არ მოჰყოლია.

- გამორიცხავთ, რომ სამართალდამცავ მანუჩარ მაისურაძესა და მოსამართლეს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობდეს, რაც მოსამართლის არაკომპენეტურობას სულაც არ გულისხმობს?

- არაფერს არ გამოვრიცხავ, ვითხოვ მოსამართლე ლილი მსხილაძის სატელეფონო ზარების ამოღებას, გასაჯაროებას, რაც დაადასტურებს, ვისთან ჰქონდა მას კავშირი, ვინ მფარველობს მანუჩარ მაისურაძეს.  განაჩენის გამოტანა წინასწარ იყო შეთანხმებული.

 

ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

 

ავტორი: . .