ფინასური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების გამო სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი გენო მალაზონია დააკავეს.
აღნიშულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას დაახლებით ერთ საათში გააკეთებს. ამ დრომდე მალაზონიას დაკავებაზე კომენტარს "ენერჯი ინვესტშიც" არ აკეთებენ.
გენო მალაზონია სამართლდამცავებმა წუხელ, ვაკეში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.
სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტი" 2004 წელს დაფუძნდა, მანამდე კი მის გენერალური დირექტორი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის ეკონომიკისა და განათლების მინისტრების მოადგილედ, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ.